ეგვიპტეში სასტუმროები იხურება. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ხურგადასა და შარმ-ელ-შეიხში დაბალი დატვირთულობის გამო სასტუმროების დახურვა დაიწყო. სხვადასხვა ქვეყანა თავის მოქალაქეებს მოწოდებს, რომ ეგვიპტეში ჩასვლისგან თავი შეიკავოს, რაც საბოლოო ჯამში ეგვიპტეში ტურისტული ნაკადის შემცირების მიზეზი გახდა.
როგორც ცნობილია ეგვიპტეში ისევ დაძაბული ვითარებაა. ექსპრეზიდენტის მუხამედ მურსის მომხრეები ახალი ხელისუფლებისგან მათი ლიდერის განთავისუფლებას მოითხოვენ. ბოლო პერიოდში ეგვიპტეში მიმდინარე შეტაკებების შედეგად 0,5 ათასი ადამიანია დაღუპული.