განათლებისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრში შაშკინი საქართველოში დაბრუნდა. როგორც ჟურნალისტებთან შაშკინმა განაცხადა, იგი მზადაა გამოძიების ყველა შეკითხვას პასუხი გასცეს.
,,გამოვცხადდები პროკურატურაში და მივცემ ჩვენებას და ვუპასუხებს იმ შეკითხვებს, რომელიც ჩემს მიმართ იქნება დასმული", _განაცხადა ჟურნალისტებთან შაშკინმა.
შეგახსენებთ, რომ მთავარ პროკურატურაში სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი ხათუნა კალმახელიძე და განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი მოწმის სტატუსით დაიბარეს. ხათუნა კალმახელიძე პროკურატურაში უკვე დაკითხეს.