საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მელორ ვაჩნაძე დააკავეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტში განუცხადეს, ვაჩნაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დააპატიმრეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, მელორ ვაჩნაძემ გუშინ გვიან საღამოს ბათუმის ბულვარში მყოფ საქართველოს პრეზიდენტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც მისი დაცვის წევრებთან დაპირისპირება მოუვიდა და სწორედ მაშინ მოხდა მისი დაკავება.
მელორ ვაჩნაძის სასამართლო პროცესი სავარუდოდ, დღეს გაიმართება.