ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი ერთად აღარ ცხოვრობენ. რუსული მედია ამ ინფორმაციას ვარსკვლავების ახლობლებზე დაყრდნობით აცხადებს, რომელთა მიხედვითაც ისინი ერთად აღარ არიან, თუმცა, ოფიციალური განქორწინება ჯერ არ გაუფორმებიათ.
დაშორების მიზეზი მაქსიმ გალკინის ხშირი ღალატი გახდა, რაშიც ის ჯერ მედიამ გამოიჭირა, ხოლო შემდეგ ალა პუგაჩოვამ. ეს არაორიდინარული წყვილი ადრე თუ გვიან რომ დაშორდებოდა, ამის შესახებ საუბარი ჯერ კიდევ მათი ურთიერთობის პირველ ეტაპზე დაიწყო. შეყვარებულებს შორის ასაკობრივი განსხვავება მეტად თვალშისაცემი იყო.
შეგახსენებთ, რომ ივნისის ბოლოს, 64 წლის ალა პუგაჩოვას და მისი 37 წლის მეუღლის გარშემო სკანდალი აგორდა. მომღერლის ყურამდე ქმრის ღალატის ამბები მივიდა. პრიმადონა გამოტყდა, რომ ეს მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი დარტყმა იყო.
მასალის გამოყენების პირობები