3-5 მარტი სასტუმრო "ექსკლუზივში" ბრიტანეთის საბჭო და მისი პარტნიორი ორგანიზაციები სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ატარებენ ტრეინინგს ტრენერებისთვის, რომელთაც მომავალში დაინტერესებულ პირებს და ორგანიზაციებს უნდა ასწავლონ, რა არის სოციალური მეწარმეობა და როგორ განვითარდეს ეს სფერო.
ბრიტანეთიდან მოწვეული ექსპერტი კატრინა რასტი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ მონაწილეებს - არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს გააცნობს ბრიტანულ გამოცდილებას.
სოციალური მეწარმეები თავიანთი სამეწარმეო უნარ-ჩვევების საშუალებით უმკლავდებიან სოციალურ დაბრკოლებებს. ისინი სხვებს უვითარებენ უნარ-ჩვევებს, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია გარემოსა და სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებული ორგანიზაციების შექმნა.