აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სირიის კონფერენციის მოსამზადებელი შეხვედრა გადადო. დიპლომატების შეხვედრა ჰააგში უნდა გამართულიყო. ბი-ბი-სის ინფორმაცით, შეხვედრა სირიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხო ქმედების შესახებ მიმდინარე კონსულტაციების გამო გადაიდო.
მოლაპარაკებებში მონაწილეობა უნდა მიეღოთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს პოლიტიკურ საკითხებში ვენდი შერმანს, აშშ-ის ელჩს სირიაში რობერტ ფორდს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებს მიხაილ ბოგდანოვსა და გენადი გატილოვს.
„ჩვენ ვიმუშავებთ რუს კოლეგებთან რათა შეხვედრა სხვა თარიღისთვის დავნიშნოთ", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა , იტყობინება როიტერი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საჯარო გამოსვლისას დაგმო სირიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებს სირიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების დამადასტურებელი ფაქტები გაეროს უშიშროების საბჭოსთვის არ წარუდგენია.
ამჟამად ქიმიური იარაღოს შესაძლო გამოყენების ადგილას გაეროს ინსპექტორები მუშაობენ.
მასალის გამოყენების პირობები