შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების თანამშრომლება ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად 1973 წელს დაბადებული ზვიად ჩ. ცეცხლასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, 26 მაისის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ზვიად ჩ-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 4 ცეცხლსასროლი იარაღი, ოთხი მჭიდი და 32 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით ამოღებულია: „მაგნუმი 22", „ზიგ-ზაუერი", „ვალტერი" და "ჩე-ზე 75".
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 236-მუხლის 1-ლი ნაწილით).