ნატოს ქვეყნებმა სირიაზე თავდასხმის მზადყოფნის შესახებ უკვე ღიად განაცხადეს. ისინი ირწმუნებიან, რომ ასადმა მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა და მასირებულ შეტევას გეგმავენ.
ბრიტანული პრესის ინფორმაციით, სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდები, უახლოეს დღეებში, ამერიკულ საზღვაო ჯგუფთან ერთად, მზად იქნებიდან კონფლიქტის რეგიონში დისლოკაციისთვის. ჟურნალისტების ვარაუდით, ოპერაცია, შესაძლოა, მომავალ კვირას დაიწყოს. ოფიციალურმა ლონდონმა უკვე ისიც განაცხადა, რომ სირიაზე თავდასხმა იმ შემთხვევაშიც განხორციელდება, თუ უშიშროების საბჭოს წევრი ყველა ქვეყანა არ იქნება თანახმა.
შეგახსენებთ, რომ სიტუაცია სირიაში 21 აგვისტოს მერე გამწვავდა, როდესაც მედიაში გავრცელდა ცნობა სირიის არმიის მიერ დამასკოს შემოგარენში მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. მსხვერპლი დაახლოებით 600 ადამიანი გახდა, თუმცა, თავად სირიის ხელისუფლება მომხდარს ოპოზიციას აბრალებს.
მასალის გამოყენების პირობები