შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის'' საბაჟო გამშვებ პუნქტზე ბრაზილიიდან 25003,989 კგ გაყინულ საქონლის ხორცი შემოვიდა. ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო პროცედურების გავლის შემდეგ ეჭვის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის ვეტერინარი სპეციალისტების მიერ აღებული და გაგზავნილი იქნა ნიმუშები ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადასტურდა მიკრობიოლოგიური დაბინძურება, კერძოდ ზემოაღნიშნულ საქონლის ხორცში ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები აღმოჩნდა. (ნ.ჩ.ჯ.ბ. კოლიფორმები. )
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის N429 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი უკან გაბრუნებას ან განადგურებას ექვემდებარება.