"შინაგან საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის თბილისის მოსახლეობას თანამშრომლობისთვის და ამასთანავე ბოდიშს უხდის შსს-ს მიერ პრევენციული ღონისძიებების განხორციელების დროს შექმნილი უხერხულობისათვის", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში
შსს-ს ინფორმაცით, რამდენიმედღიანი პრევენციული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ათეულობით უკანონო ცეცლხლსასროლი და ცივი იარაღი.
"მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ პოლიციის დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებებისგან.
პოლიცია მოტივირებულია 24-საათიან რეჟიმში დაიცვას მოქალაქეების უსაფრთხოება, მოქმედებს კანონის ფარგლებში და ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს", - აცხადებს შსს.