საქართველოში იმპორტირებულ „ჩუდოს" იოგურტში მატლები აღმოჩნდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ ,,წითელ ხიდზე" რუსეთის ფედერაციის მხრიდან სატვირთო ავტომანქანა შემოვიდა. აღნიშნული ავტომანქანა 12 490 კგ. რძის პროდუქტით (პროდუქტის ეტიკეტი ,,ჩუდო") იყო დატვირთული. ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ ზემოაღნიშნულ პროდუქტში, კერძოდ - ,,იოგურტში'' ღრმა ობი და მატლები აღმოჩნდა. საქართველოს მთავრობის N429 დადგენილების თანახმად, საქონელი გაბრუნდა ექსპორტიორ ქვეყანაში.