საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,ყაზბეგის" გავლით, რუსეთის მხრიდან გაზელის მარკის მიკროავტობუსი შემოვიდა, რომელსაც საქართველოს მოქალაქე ლ.ს. მართავდა. აღნიშნული მოქალაქე შეეცადა მალულად შემოეტანა 110 ცალი 140 გრამიანი წითელი ხიზილალა და 15 ცალი 5 ლიტრიანი ავზით სავსე საწვავი. არადეკლარირებული ხიზილალა მოთავსებული იყო ავტომობილის სალონში, (სპეციალურად მოწყობილ სამალავში), ხოლო საწვავით სავსე ავზები სავარძლებს შორის გაკეთებულ სამალავში ქონდა განთავსებული.
ზემოაღნიშნული საქონელი გაგზავნილია ექსპერტიზაზე ღირებულების დასადგენად.