სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადმა გაზეთ „იზვესტისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ აშშ გადაწყვეტს სირიაში შეჭრას, მას ელოდება ისეთივე ჩავარდნა, როგორც სხვა მისსავე გაჩაღებულ ომებში.
სირიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს მიზანია დააკნინოს რუსეთის როლი საერთაშორისო არენაზე, მათ შორის სირიის საკითხზე ზედწოლის მეშვეობით.
მან აღნიშნა, რომ ვითარების ნორმალიზების შემდეგ შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს.
ამავე დროს, ასადმა უარყო სათავრობო ძალების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი და აღნიშნა, რომ რაკეტა მომწამვლელი გაზით ამბოხებულებმა გაუშვეს.
„ეს არის პოლიტიკური ბრალდება და მისი მიზეზი გახდა სამთავრობო ძალების რიგი გამარჯვებები ტერორისტებზე", - განაცხადა ასადმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა სირიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების დადასტურების შემთხვევაში მის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩატარება არ გამორიცხეს.