2010 წლის 1-ლი თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 - უცხოური ბანკის ფილიალით.
1-ლი თებერვლის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 89.9 მლნ ლარით, ანუ 1.1 პროცენტით გაიზარდა და 8382.5 მლნ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 1514.3 მლნ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 18.1 პროცენტია.