„ალ-ქაიდას" ჩრდილოაფრიკულმა ქვედანაყოფმა შიიტური დაჯგუფება „ჰესბოლა" ჩრდილოეთ ლივანში მოწყობილ აფეთქებებში დაადანაშაულა, რომელსაც 40 ადამიანი ემსხვერპლა.
„ალ-ქაიდას" განცხადებაში, რომელიც ინტერნეტში გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ „ჰესბოლა" პასუხს აგებს მუსულმანი-სუნიტების სახელით.
აფეთქებები საპორტო ქალაქ ტრიპოლიში ორ მეჩეთთან მოხდა, სადაც სუნიტები ლოცულობენ.
გასულ კვირას ბეირუთის შიიტურ რაიონში, რომელსაც „ჰესბოლა" აკონტროლებს ძლიერი აფეთქება მოხდა. დაიღუპა ათეულობით ადამიანი.