ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანმა სირის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი დაგმო.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანი თავად იყო ქიმიური იარაღის მსხვერპლი ირან-ერაყის ომის დროს.
როგორც ბი-ბი-სი იტყობინება, როუჰანს არ დაუდანაშაულებია კონფლიქტის რომელიმე მხარე, თუმცა ამ განცხადებამდე ოფიციალურმა თეირანმა სირიელი ამბოხებულებს ბრალი დასდო ქიმიური იარაღის გამოყენებაში.
შეგახსენებთ, რომ 1980 წელს ათასობით ირანელი დაიღუპა ერაყის მიერ ორი ქვეყნის საზღვართან ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად.