სამხრეთ აფრიკის მთავრობის ინფორმაცით, ქვეყნის ექს-პრეზიდენტი ნელსონ მანდელა კრიტიკულ მდგომარეობაშია, რომელიც დროდადრო არასტაბილური ხდება.
ექიმების განცხადებით, მანდელამ უძლიერესი სიცოცხლისუნარიანობა გამოავლინა და მის ორგანიზმს სამედიცინო ჩარევის შედეგად სტაბილურობისკან მიდრეკილი ტენდენცია აქვს.
ნელსონ მანდელა ფილტვების ანთებით ივლისიდან საავადმყოფოში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ 1994 წელს მანდელა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი გახდა.