ფინანსური ღრუბელი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ევროპის ცას ფარავდა, როგორც ჩანს ამ ზაფხულს კურსს იცვლის და განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებისკენ ინაცვლებს. განსაკუთრებული დაძაბულობა უკვე შეინიშნება აზიაში, სადაც ზრდა შენელდა და წარმოიქმნა საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი, რაც თავის მხრივ ინვესტორებს აშინებს. აზიის ქვეყნებში საკმაოდ რთული ვითარება შეიქმნა სავალუტო ბირჟებზე, სადაც მიმდინარე კვირაში დოლართან მიმართებაში ადგილობრივი ვალუტის კურსი საკმაოდ დაეცა. რაც თავის მხრივ ინვესტორს უბიძგებს განვითარებადი ქვეყნებიდან ფული გამოიტანონ და გაძლიერებულ ქვეყნებში, ვთქვათ ამერიკის ეკონომიკაში ჩადონ.
„ევრონიუსის" ინფორმაციით, შიშის კლიმატმა ეგვიპტეში ტურისტული სეზონის ჩავარდნამაც გამოიწვია. მოსახლეობის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით ბევრმა ქვეყანამ საკუთარ მოსახლეობას ურჩია ეგვიპტეში ჩასვლისგან თავი შეეკავებინა. ეს კი ცუდი ტონია კაიროსთვის, რომლისთვისაც ტურიზმი მყარი ვალუტის შესაქმნელად უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. თუ კი სიტუაცია არ გამოსწორდება და ბანკები კრედიტების გაცემას ვეღარ მოახერხებენ და ეგვიპტეს სერიოზული კრიზისი დაემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები