აფხაზეთს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი და ახლგაზრდული კაპელა საბერძნეთის ქალაქ ათენში კულტურის მესამე საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრა.
კულტურის საერთაშორისო ფესტივალი 26 აგვისტოს გაიხსნება და 2 სექტემბრამდე გასტანს. აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი და ახლგაზრდული კაპელა მასში მონაწილეობას პირველად მიიღებს და მაყურებლის
წინაშე ქართულ-აფხაზური სემღერებითა და ცეკვებით წარსდგება.
ფესტივალში ასევე მონაწილეობას იღებენ ესპანეთის, სერბეთის, ჩინეთის, ინდოეთის, იორდანიის, ერაყის, პოლონეთის, მექსიკის, შვედეთის ინდონეზიის და შვეიცარიის წარმომადგენლები.