კალიფორნიაში, იოსემიტის ნაციონალურ პარკში გაჩენილი ხანძარი 430 კვადრატულ კილომენტზე გავრცელდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახლომდებარე ორი დასახლების მოსახლეობას საცხოვრებელი ადგილების დატოვებისკენ მოუწოდა.
მეხანძრები ვერ ახერხებენ ხანძრის კერასთან მიახლოებას, რის გამოც ერთადერთი გამოსავალი ცეცხლის ჩასაქრობად, მფრინავი საშუალებების გამოყენება რჩება.
გავრცელებული ინფორმაცით, ცეცხლი ათასობით საცხოვრებელ სახლს ემუქრება, სრულადაა ევაკურებულია პაინ-მაუნტინ-ლეიკის კურორტი. კვამლის გამო შეწყვეტილია სხვადასხვა დაწესებულებების საქმიანობა.
აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე ამჟამად 50-მდე ხანძრის კერაა დაფიქსირებული.