დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ ძველი თბილისის რაიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
"ესაა ერთ-ერთი მთავარი ტურისტული მაგისტრალი, შესაბამისად, აქ მდებარე სახლებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება მოხდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას დამატებით შესავალს შეუქმნის", - განაცხადა უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ პროექტის მიხედვით, ფასადებს ისტორიული სახე შეუნარჩუნდება, თუმცა რეაბილიტაცია მხოლოდ ფასადურ ცვლილებს არ გულისხმობს. პროექტის ფარგლებში ხორციელდება ყველა შესაბამისი სახლის კაპიტალური გამაგრება და აღდგენაც.
სარეაბილიტაციო სამუშაოები შემოდგომისთვის დასრულდება.