Google ერთი აქციის ღირებულებამ 865,65 დოლარი, ხოლო მთლიანი კომპანიის ღირებულებამ კი 288 მლრდ დოლარი შეადგინა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ბოლო 10 წლის განმავლობაში Google-ს ფასი Nasdaq-ის ბირჟაზე 10-ჯერაა გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ Google-ს IPO 2004 წლის 19 აგვისტოს განხორციელდა. თავდაპირველად ერთი აქციის ღირებულება 85 დოლარს შეადგენდა. Google-ს აქციებმა ყველაზე მაქსიმალურ ფასს 2013 წლის ივნისში მიაღწია, როდესაც 1 აქციის ღირებულებამ 920 დოლარი შეადგინა.