შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (ბათუმი) კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ქობულეთის საზღვაო რაიონში, სასაზღვრო რეჟიმის (ცურვის წესების დარღვევა, აუცილებელი სამაშველო აღჭურვილობის გარეშე ზღვაში გასვლა) ჰიდროციკლით დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს საქართველოს მოქალაქეები: გიგა პ. და დავით რ.
აღნიშნულ პიროვნებებს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა ორი) მუხლის VI ნაწილის შესაბამისად დაეკისრათ ჯარიმა 300 ლარის ოდენობით.
მასალის გამოყენების პირობები