თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალზე წუხელ შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "საქართველოს ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, სოფო ბალავაძემ განუცხადა, ბანკის ფილიალში ერთი პირი შეიჭრა, რომელსაც სახე დაფარული ჰქონდა და იყო შეიარაღებული.
"საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. თანხის გარკვეული ოდენობა წაღებულია. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა დეტალების გახმოვანებისაგან თავს შევიკავებ. მთავარია, რომ თუ გავიხსენებთ ბოლო პერიოდში მომხდარ ყველა მსგავს შემთხვევას, ყველა საქმე გახსნილია და დამნაშავეები დაისაჯნენ", - განაცხადა ბალავაძემ.