ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე წვევამდელი გიორგი მებონია გარდაიცვალა.
შემთხვევა დღეს დილით წვევამდელის განაწესში ყოფნის დროს საგუშაგოზე მოხდა.
გარდაცვლილი გიორგი მებონიას ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. ერთ-ერთი ვერსიით, გიორგი მებონიას გარდაცვალების მიზეზი სუიციდი გახდა.
რიგითი გიორგი მებონია ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე უზრუნველყოფის ბატალიონის დაცვის ასეულის 1-ლი ოცეულის 3-ე ათეულის მსროლელი იყო.