შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (ბათუმი) კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ქ.ბათუმის საზღვაო ნავსადგურის N11 ნავმისადგომთან, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს დროშით მცურავი სამგზავრო გემი "EXSPRESS LINE" დააკავეს.
აღნიშნული გემის კაპიტნის, საქართველოს მოქალაქე ზურაბ ე.-ს მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე (პრიმა ერთი) მუხლის I ნაწილით. საქმეს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.