შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „გუგუთზე" სომხეთის მხრიდან ბელორუსის მოქალაქე ი.ზ. შემოვიდა. საბაჟო პროცედურების გავლისას, მოქალაქეს აღმოაჩნდა არადეკლარირებული ოქროს ნივთები, კერძოდ: ბეჭედი - 3 ცალი, ჯვარი - 2 ცალი, სამაჯური - 1 ცალი, საყურე - 1 წყვილი, გულსაბნევი - 2 ცალი, ყელსაბამი - 1 ცალი, კულონი - 1 ცალი; საერთო წონით 81,09 გრამი. არადეკლარირებული ოქროს ნივთების საერთო ღირებულებამ 3692,29 ლარი შეადგინა.
აღნიშნული სამართალდარღვევის გამო ბელორუსიის მოქალაქე ი.ზ. -ს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 3692,29 ლარის ოდენობით.
მასალის გამოყენების პირობები