20 აგვისტოს, შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტ „თბილისის აეროპორტში" რეისით სტაბმოლი-თბილისი (TK 384) საქართველოს მოქალაქე თ. გ. ჩამოფრინდა. აღნიშნულ საბაჟო კონტროლის ზონაში, საბაჟო პროცედურების გავლისას, ხელბარგის დათვალიერების შემდეგ, მას გაურკვეველი ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩნდა. თავად მოქალაქის განმარტებით ზემოაღნიშნული ნივთიერებები წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებებს, კერძოდ: ექსტაზი 4 აბი, მარიხუანა, მარიხუანას თესლი და კოკაინი.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.