კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, 10 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ 46 წლის მამაკაცს, რომელიც ამნისტირებული იყო, პროკურატურამ ბრალი შეუმსუბუქა, სასამართლომ კი წელიწადნახევრით პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა 4 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულ 65 წლის მამაკაცთან, სასამართლომ კი ბრალდებულს სასჯელის სახით 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს 9 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულ 57 წლის მამაკაცთანაც.