თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაჯიკეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დოდოჟონ ატავულოევი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
"მითხრეს, რომ ინტერპოლის მოთხოვნით დამაკავეს, რადგან ტაჯიკეთის ხელისუფლების წინააღმდეგ საქმიანობასა და რელიგიურ ექსტრემისტში მედება ბრალი. თუმცა სამართალდამცავებს განვუმარტე ვინ ვარ და, რომ პოლიტიკური ნიშნით ხდება ჩემი დევნა"- აღნიშნა დაკავებულმა.
მისივე განმარტებით, ის პრაღადან საქართველოში, როგორც ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოში ჩამოვიდა.
„ჩემს კოლეგებთან შეხვედრა უნდა გამართულიყო უკრაინაში, თურქეთში, ან საქართველოში. მე გადავწყვიტე, რომ ეს საქართველოში მომხდარიყო, როგორც ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოში. თუმცა თუ ჩემი დაკავება და ექსტრადირება მოხდება, ეს ამ ფაქტს ეჭვქვეშ დააყენებს.
აღსანიშნავია, რომ ატავულოევი ივლისში შერემეტეოს აეროპორტშიც დააკავეს, თუმცა რუსულმა მხარემ ექსტრადირებაზე უარი განაცხადა და კვლავ ჩეხეთში დააბრუნა.
ოპოზიცონერი ლიდერისა და ტაჯიკეთის ხელისუფლებას შორის ურთიერთობა 2000 წლიდან გამწვავდა. მას ანტისახემწიფოებრივ საქმიანობაში ედება ბრალი. ხელისუფლებასთან ურთიერთობის გამწვავების შემდეგ ატავულოევი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, შემდეგ კი გერმანიაში, რომლის მოქალაქეც გახდა. ამჟამად ის ჩეხეთის რესპუბლიკაში ცხოვრობს.