საბაჟო გამშვები პუნქტის „ვალეს" ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან თურქეთის მოქალაქე ტ. ფ.ა. შემოვიდა; დათვალიერებისას, მოქალაქეს აღმოაჩნდა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, კერძოდ: სამაჯური - 12 ცალი, საერთო წონით 348.91 გრ.
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, საქონლის ღირებულებამ შეადგინა 23303,69 ლარი. საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.
მასალის გამოყენების პირობები