შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (ბათუმი) კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ქობულეთისა და ბულვარის საზღვაო რაიონში, სასაზღვრო რეჟიმის (ცურვის წესების დარღვევა, ასი მეტრის მანძილით მიახლოება პლაჟის საზღვაო აკვატორიასთან, შესვლა და მანევრირება) დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს საქართველოს მოქალაქეები: იანი ც., მამუკა ქ., ლევანი ა., არჩილ ა. და ტრისტან კ.
აღნიშნულ პიროვნებებს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა ორი) მუხლის, VI ნაწილის შესაბამისად დაეკისრათ ჯარიმა 300 ლარის ოდენობით.