შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (ბათუმი) კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ბულვარის საზღვაო რაიონში, სასაზღვრო რეჟიმის (ცურვის წესებისა და უსაფრთხო ნაოსნობის მოთხოვნების დარღვევა) ჰიდროციკლით დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს ერაყის მოქალაქე.
აღნიშნულ პიროვნებას, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა ორი) მუხლის VI ნაწილის შესაბამისად დაეკისრათ ჯარიმა 300 ლარის ოდენობით.