შსს სასაზღვრო პოლიციის N3 სამმართველოს (წითელი ხიდი) ტერიტორიაზე, N6 სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთის საგამოძიებო განყოფილების თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულად დააკავეს საფრანგეთის მოქალაქე, რომელიც 2013 წლის 16 აგვისტოს, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას.
აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის I ნაწილით.
მასალის გამოყენების პირობები