ბათუმში 26 წლის ზაზა ლაბარტყავა ცეცხლსასროილი იარაღით მოკლეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტლამენტში განუცხადეს, სამართალდამცველებისთვის მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილის ვინაობა უკვე ცნობილია.
ჯერ-ჯერობით უცნობია რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ზუსტი მიზეზი.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.