თბილისში, ბათუმის ქუჩაზე სუპერმარკეტი დააყაჩაღეს. ყაჩაღური თავდასხვა წუხელ გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს მაღაზიაში მხოლოდ გამყიდველი იმყოფებოდა.
თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მაღაზიიდან 500 ლარამდე თანხის წაღება მოახერხა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტში განუცხადეს, მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს.