მიმდინარე წლის იანვარში ექსპორტის მაჩვენებელი 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 72 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ მედიას ინფორმაცია მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა მიაწოდა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული მაჩვენებელი "ექსპორტის სერიოზულ ზრდაზე მიუთითებს, რაც მნიშვნელოვანია".
"ზრდა შეეხო ყველა საექსპორტო პროდუქციას", - განმარტა გილაურმა. ამასთან მთავრობის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ზრდა დაფიქსირდა ასევე ექსპორტის, იმპორტისა და სატრანზიტო გადაზიდვების კუთხითაც და ის ჯამურად 10 პროცენტით არის გაზრდილი.
"გადაზიდვების კუთხით დაფიქსირებული ზრდის ტენდენცია კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველოს ეკონომიკა იზრდება და წინ მიდის" - დასძინა პრემიერმა.