თბილისში, დიღმის მასივში ფეხით მოსიარულე ქალს სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, შუა ხნის ქალი ცენტრალურ მაგისტრალზე ფეხით გადადიოდა, სატვირთო ავტომანქანამ დამუხრუჭება ვერ მოასრო და შეჯახება მოახდინა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტში განუცხადეს, დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
მომხდარზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.