დღეს, 16 აგვისტოს, 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დათა ახალაიასა და კუდ-ის სხვა მაღალჩინოსნების წინასასამართლო სხდომა გაიმართება.
კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები - იოსებ თოფურიძე, გერონტი ალანია და ოლეგ მელნიკოვი უფლებამოსილების გადამეტებაში, კერძოდ, პოლიციელების ცემაში არიან ბრალდებულნი.
დათა ახალაიას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.
დათა ახალაიამ საქართველო 1-ლი ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ დატოვა და სავარაუდოდ, იგი თავს თურქეთს აფარებს.