15 აგვისტოს, თბილისის აეროპორტში თბილისი-სტამბოლის რეისით სომხეთის მოქალაქე ა. მ. ჩამოფრინდა. საბაჟო პროცედურების ფარგლებში, ხელბარგის დათვალიერების დროს, აღნიშნულ პირს აღმოაჩნდა დაუდეკლარირებელი საქონელი - მობილური ტელეფონები: 10 ცალი Iphone 5 და 4 ცალი iPhone 4s.
აღნიშნული სამართალდარღვევის გამო, სომხეთის მოქალაქეს, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, შეეფარდა სანქცია - 13148,76 ლარი.