დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2012 წელს 912 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5 პროცენტით აღემატება 2012 წლის წინასწარ მონაცემს და 2011 წლის დაზუსტებული მაჩვენებლის 82 პროცენტს შეადგენს. 2012 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა 1430 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.2012 წელს რეინვესტიციის ოდენობამ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 13 პროცენტი შეადგინა. ცხრილი #2 ასახავს რეინვესტირებული თანხების წილს მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 2006-2012 წლებში.2012 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 72 ქვეყნიდან განხორციელდა. 2011 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 65, ხოლო 2010 წელს 62 ქვეყანა შეადგინა.10 უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა 2012 წელს 69 პროცენტი შეადგინა. პროცენტულ სტრუქტურას განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით გვიჩვენებს სექტორული დიაგრამა #4, რომლის მიხედვით პირველ ადგილზე გერმანია იმყოფება 15 პროცენტით, მეორეზე - გაერთიანებული სამეფო 10 პროცენტით, მესამეზე - თურქეთი 9 პროცენტით.. 2012 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 179 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.2012 წელს 2011 წელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მზარდი ტენდენცია აღსანიშნავია დამამუშავებელი მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სექტორებში.2012 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილმა მშპ-ში 6 პროცენტი, 2011 წელს 8 პროცენტი და 2010 წელს 7 პროცენტი შეადგინა.