საპატრულო პოლიციის რებრენდინგი თბილისის, ბათუმის და კახეთის შემდეგ მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლშიც განხორციელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის და შიდა
ქართლის მთავარ სამმართველოებს 15 აგვისტოს ახალი საპატრულო მანქანები ოფიციალურად გადაეცა.
აღნიშნული ღონისძიება მცხეთაში გაიმართა. მას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაესწრნენ.
მცხეთა-მთიანეთში საპატრულო პოლიციის ავტოპარკი მთლიანად განახლდა და „შკოდა"-ს მარკის 9 ახალი ავტომანქანით შეივსო. ასევე, გაფართოვდა მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალი. საპატრულო ეკიპაჟები ახლა უკვე დუშეთშიც დაიწყებენ პატრულირებას. შიდა ქართლში კი 16 ახალი ავტომანქანა გაიგზავნა. იქიდან გამომდინარე, რომ თბილისი-გორის ავტომაგისტრალის კილომეტრაჟი გაიზარდა, ხოლო მოძრაობა ცალმხრივი გახდა, საპატრულო პოლიციამ აღნიშნულ მონაკვეთზე ეფექტური მუშაობის მიზნით კიდევ 2 საპატრულო ეკიპაჟი დაამატა.
ორივე რეგიონში პატრულ-ინსპექტორებს გადაეცათ: სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვილი პოლიციის ახალი ფორმები, ელექტროშოკები, ალკოტესტები (პრომილეს საზომი და ბეჭდვითი ფუნქციით) და სხვა.