საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული მოქალაქეთა ფარული ჩანაწერების შემსწავლელ კომიაიაში შესაძლოა, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც შევიდეს.
როგორც ფარული ჩანაწერების განადგურების საკითხზე მომუშავე სპეციალური კომისიიის წევრამ ლაშა ტუღუშმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა, აღნიშნულმა კომისიამ ევროკომისარ თომას ჰამერბერგის რეკომენდაცია გაითვალისწინა და ფარული ჩანაწერების შემსწავლელი კომისია შემდგომ ეტაპებზე გაცილებით წარმომადგენლობითი იქნება.
"თომას ჰამერბერგის დასვნაში ნახსენები იყო, რომ კომისიის შემადგენლობაში იუსტიციის სამინისტროს, სასამართლოს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის კომისრის ჩართვაც მომხდარიყო. ეს საკითხი დამუშავების პროცესშია, სპეციალური დებულება მომზადდა, რომელსაც მთავრობა დაამტკიცებს და მთავრობის მიერ დამტკიცებული დებულების მიხედვით, გაფართოებული კომისია სხვადასხვა სახის ფარული ჩანაწერების დამუშავებას განახორციელებს, ასევე მიიღება შესაბამისი გადწყვეტილება რა ტიპის მასალები უნდა განადგურდეს. მე რამდენადაც ვიცი, იუსტიციის სამინისტროდან ქალბატონი თეა წულუკიანი ჩაერთვება, რომელიც ძალიან გამოცდილი და კომპეტენტური პიროვნებაა ამ საკითხებში და ვფიქრობ, საკმად წარმატებული იქნება მისი ამ პროცესში ჩართვა,"- განაცხადა ლაშა ტუღუშმა.