საპატრულო პოლიციის რებრენდინგი თბილისის, ბათუმის და კახეთის შემდეგ მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლშიც განხორციელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის და შიდა
ქართლის მთავარ სამმართველოებს 15 აგვისტოს ახალი საპატრულო მანქანები ოფიციალურად გადაეცემა.
აღნიშნული ღონისძიება მცხეთაში გაიმართება. მას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაესწრებიან.
ორივე რეგიონში პატრულ-ინსპექტორებს გადაეცემათ: სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვილი პოლიციის ახალი ფორმები, ალკოტესტები (პრომილეს საზომი და ბეჭდვითი ფუნქციით) და სხვა.