საქართველოს პრეზიდენტის სასახლესთან მაუდის ქარხნის თანამშრომლების აქცია მიმდინარეობს.
როგორც აქციის მონაწილეებამ "ჯი-ეჩ-ენ"- ს განუცხადეს, 2006 წელს ქარხნის დახურვის შემდეგ აქცების მფლობელებთან შედგა შეთანხმება, რომელიც დაზარალებული მხარისთვის კომპენსაციების გაცემას ითვალისწინებდა.
მათვე ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმება დღემდე არ შესრულებულა, რის გამოც რამდენიმე დღის წინ ოფიციალური წერილით პრეზიდენტს მიმართეს და დახმარება სთხოვეს.
~პრეზიდენტისგან პასუხს დღესაც ველოდებით, თუმცა ამ დრომდე არავინ შეგვხმიანებია~, - აცხადებან აქციის მონაწილეები.