შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (ბათუმი) კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ქობულეთისა და ბულვარის საზღვაო რაიონში, სასაზღვრო რეჟიმის (ცურვის წესების) ჰიდროციკლით დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს სომხეთის მოქალაქე ASHOT SAHRADYAN-ი და ერაყის მოქალაქე SAMI HAMMOD AMER-ი.
აღნიშნულ პიროვნებებს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა ორი) მუხლის VI ნაწილის შესაბამისად დაეკისრათ ჯარიმა 300 ლარის ოდენობით.
მასალის გამოყენების პირობები