„ვიანორ ჯორჯიამ" კიდევ ერთი ექსკლუზიური პარტნიორი შეიძინა და ავტონაწილების წარმოების საუკუნოვანი გამოცდილების მქონე ფრანგული უმსხვილესი ბრენდის „ვალეოს" წარმომადგენელი გახდა საქართველოში. „ვალეოს" უმაღლესი ხარისხის საავტომობილო განათების სისტემების, საქარე მინის საწმენდების, ანთების სანთლებისა და სხვა პროდუქტების რეალიზაციას ,,ვიანორ ჯორჯია'' დღეიდან ყველა მომსახურების ცენტრში, მთელი საქარველოს მასშტაბით იწყებს.
„მოხარული ვართ, რომ „ვიანორ ჯორჯიას" მომხმარებლისთვის კიდევ ერთი ექსკლუზიური პროდუქტის შეთავაზების საშუალება მიეცა. ჩვენ გრძელვადიანი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გავაფორმეთ წამყვან ფრანგულ ბრენდთან „ვალეოსთან", რომელსაც საავტომობილო პროდუქტების წარმოების საუკუნოვანი გამოცდილება აქვს და ისეთი ბრენდების მუდმივი პარნიორია, როგორიცაა "მერსედეს ბენცი", "ბე-ემ-ვე", პეჟო-სიტროენის ჰოლდინგი და სხვა'' - აცხადებს გურამ დაფქვიაშვილი, „ვიანორ ჯორჯიას'' დირექტორი.
,,ვიანორ ჯორჯია'' ვისოლ ჯგუფის შვილობილი ბრენდია, რომელიც 2011 წლიდან „ვისოლ ავტო ექსპრესის ბრენდით" დამკვიდრდა საქართველოს ბაზარზე. თუმცა 2012 წლიდან ავტომომსახურების მსოფლიო ბრენდის „ვიანორის" სახელით განაგრძო ქსელის განვითარება. დღესდღეობით კომპანიის ავტომომსახურების 18 ცენტრი უმაღლესი ხარისხის „ტოტალის", „ფინასა" და „შევრონის" საავტომობილო ზეთების, „ნოკიანისა" და „იმპერიალის" ბრენდის საბურავების, „დეტა" და ,,ტუდორის'' აკუმულატორების, „ფრამის" საავტომობილო ფილტრების, ,,ვალეოს'' საავტომობილო პროდუქტების და სხვა საპოხი მასალების გარდა მომხმარებელს ვულკანიზაციისა და ბალანსირების სრულ მომსახურებასაც სთავაზობს.
მასალის გამოყენების პირობები