უცხოელი სტუდენტებისათვის ყველაზე ძვირადღირებული ქვეყნად ავსტრალია დასახელდა, სადაც სტუდენტს წლის განმავლობაში სწავლის ქირის სახით საშუალოდ 38,5 ათასი დოლარის გადახდა უწევს. როგორც უმსხვილესი ევროპული ბანკის HSBC-ის ექსპერტებმა დაითვალეს, სიძვირის მიხედვით ავსტრალიის შემდეგ რეიტინგში აშშ მოდის, სადაც სტუდენტისთვის სწავლის წლიური ქირა 35,7 ათას დოლარს შეადგენს. რეიტინგში უცხოელი სტუდენტებისათვის სიძვირის მიხედვით, მესამე პოზიციაზე დიდი ბრიტანეთია, სადაც სწავლა 30,3 ათასი დოლარი ჯდება.
სიძვირის მიხედვით, რეიტინგის პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ: არაბეთის გაერთიანებული სამეფო, სინგაპური, ჰონკონგი და იაპონია.