„აზერბაიჯანის ავიახაზები" (AZAL) თბილისი-ბაქოს რეისზე მომხმარებელს სპეციალურ აქციას სთავაზობს. კომპანიის ინფორმაციით, თბილისი-ბაქოს მიმართულებით მგზავრობის მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ გაცილებით იაფად იფრინონ. აქციის „2+1"-ის ფარგლებში, ის ვინც თბილისი-ბაქოს მიმართულებით (ან პირიქით) 2 ავიაბილეთს შეიძენს, მესამეს უფასოდ მიიღებს. აქცია 26 ოქტომბრამდე გასტანს. თუმც აღსანიშნავია, რომ მესამე ბილეთის მფლობელს უშუალოდ ბილეთის ფასის გარდა, ყველა თანმდევი მოსაკრებლის გადახდა მოუწევს.
მასალის გამოყენების პირობები