სენაკის რაიონის სოფელ ჭალადიდში 18 წლის ახალგაზრდამ 38 წლის მამაკაცი მოკლა.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილმა მისი მსხვერპლი 38 წლის ილია კაპანაძე მდინარეში ჩაახრჩო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, მომხდარი მკვლელობა უკვე გახსნილია.
ჯერ-ჯერობით უცნობია რა გახდა დანაშაულის ჩადენის მოტივი.